სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მოულოდნელად გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა
სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.
შსს განცხადების თანახმად, დღეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს 31 წლის ზაზა კაპანაძე მოულოდნელად ცუდად გახდა, რის შემდეგაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების თქმით, გარდაცვალების მიზეზი გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ფაქტის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს.
