ამ დრომდე არ ფლობენ ოჯახის წევრები ინფორმაციას რუსი სამხედროების მიერ
კასპის რაოინიდან 13 მარტს გატაცებულთა ზუსტი ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის შესახებ.
სავარაუდოდ, გატაცებული მოქალაქებიი ამ დროისათვის ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ყარაფილაში მცხოვრები ახალგაზრდები რუსმა სამხედროებმა კუთვნილ ბაღებში გუშინ აიყვანეს და საოკუპაციო რეჟიმის ორჭოსანის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.
ერთ-ერთი დაკავებულის დედის თქმით, მომხდარის შესახებ მათ არავინ დაკავშირებია.
ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ ე.წ. საზღვრისპირა ტერიტორიაზე ბოლო დროს რუსი სამხედროების გააქტიურება განსაკუთრებით შეიმჩნევა.
