რუსთავში საცხოვრებელი კორპუსიდან გადავარდნილი 13 წლის გოგო დაიღუპა
რუსთავში საცხოვრებელი კორპუსიდან გადავარდნილი 13 წლის გოგო დაიღუპა
17:10 13.03.2019
რუსთავში, ლეონიძის N4-ში ცხრასართულიანი კორპუსიდან 13 წლის გოგო გადავარდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მოზარდი კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ერთე-რთი ვერსიით, მეცხრე სართულზე გოგო მეობართან ერთად ფოტოს იღებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულის მსობლები საქართველოში არ არიან. ადგილობრივები არასრულწლოვანს არ იცნობდნენ და აცხადებენ, რომ ის ამ ტერიტორიაზე არ ცხოვრობდა.

ექსპერტ-კრიმინალისტებმა ადგილზე მუშაობა დაასრულეს და დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ბეჭდვა