ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ, ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრს, თორნიკე ნაგლიაშვილს პატიმრობა შეეფარდა.
ბრალდებულის ადვოკატი ნაგლიაშვილის მხრიდან მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავს.
მანამდე გაირკვა, რომ ნაგლიაშვილს გვანცა ფანგანის მიმართ შემაკავებელი ორდერი სექტემბერში ჰქონდა გამოწერილი და მოქმედების ვადა ერთი თვის განმავლობაში ჰქონდა.
ადვოკატის განმარტებით, საქმეში მხოლოდ სპორტსმენის ყოფილი მეუღლის განცხადება არსებობს, სადაც ის მეუღლის მხრიდან მუქარაზე საუბრობს.
"დაკავების საფუძველი გახლდათ 4 მარტის შეტყობინება, სადაც თორნიკე ნაგლიაშვილის ყოფილმა მეუღლემ განაცხადა, რომ მეუღლე ემუქრებოდა და მცხეთიდან მისი მიმართულებით მიდიოდა, რაც სიმართლე არ აღმოჩნდა. ნაგლიაშვილი საცხოვრებელ სახლში, მცხეთაში დააკავეს.
ცნობისთვის, თორნიკე ნაგლიაშვილი ყოფილი მეუღლისთვის გაგზავნილ მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებასთან დაკავშირებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით და 126 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის, მუქარასა და ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
