სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა თურქეთის 4 მოქალაქე დააკავეს.
ილმაზ აიჰანი, ჰოს მიჰიტინი, კაია ასკინი და ავსარ ტოპკუ ვალეში, N2 სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე აიყვანეს.
ისინი სასაზღვრო–საკონტროლო პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას ცდილობდნენ.
სასაზღვრო პოლიციის ცნობით, დაკავებულები შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისათვის ახალციხის საგამოძიებო–ოპერატიულ განყოფილებას გადაეცა.
