თბილისის საქალაქო სასამართლოში იწყება ოთარ ფარცხალაძისა და მიხეილ ჩოხელის ბრალდების საქმის განხილვა.
სასამართლო პროცესი ხვალ, 12 მარტს, 12:00 საათზეა დაინიშნა. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებული ლაშა თორდია საქართველოში არ იმყოფება, პროცესებს დაესწრება მისი ადვოკატი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ეკა ქობესაშვილი.
ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ბრალი ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე გასული წლის 6 ნოემბერს წარუდგინეს.
ფარცხალაძის გვარი დაკავშირებულია შს ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანასთან, აუდიტის სამსახურის ყოფილ უფროსთან ლაშა თორდიასთან ფიზიკურ დაპირისპირებასთან და "ომეგა" ჯგუფის საქმეში სპორტის ყოფილ მინისტრთან ასევე შესაძლო ფიზიკურ დაპირისპირებასთან.
