შსს ბეშუმში მომხარ ინცინდენტს ეხმაურება
შსს ბეშუმში მომხარ ინცინდენტს ეხმაურება
16:05 04.08.2012
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ხულოს რაიონის სოფელ ბეშუმში მომხდარ ინცინდენტს ეხმაურება.
სამინისტროს განმარტებით, სახალხო დღესასწაულ „შუამთობა 2012"-ის აღსანიშნავად შეკრებილი იყო ადგილობრივი მოსახლეობა, რა დროსაც ტერიტორიაზე მისულ ცალკეულ ჯგუფსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის კონფლიქტის აცილების მიზნით, პოლიციამ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა და მათი ერთმანეთისგან დისტანცირება მოახდინა.
„საქართველოს პოლიცია დაიცავს ყველა ჯგუფის, მათ შორის, ყველაზე აგრესიული ჯგუფის გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ამავდროულად, გამოიყენებს კანონით განსაზღვრულ ყველა საშუალებას და არ დაუშვებს, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდოს დაპირისპირებასა და შეტაკებაში“-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
დღეს ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა. კოალიციის ლიდერს საშუალება არ მისცეს მისულიყო სცენასთან, სადაც ტრადიციული სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება.
როგორც კოალიციის ლიდერები აცხადებენ, ინცინდეტში არც ერთი ადგილობრივი მოსახლე არ მონაწილობდა. მათი თქმით, პროვოკაციის მოწყობას ხელისუფლების მიერ სხვადასხვა რეგიონიდან მობილიზებული საჯარო სამსახურების ხელმძღვანელები ცდილობდნენ.

ბეჭდვა