საკონსტიტუციო სასამართლომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი დააკმაყოფილა
16:35 29.02.2012
საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წინააღმდეგ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა (საია) და მოქალაქე თამარ ხიდაშელის სარჩელი დააკმაყოფილა.

როგორც "ნიუსპრესს" ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან აცნობეს, აღნიშნული სარჩელით მათ სასამართლოს 2008 წლის ოქტომბერში მიმართეს. სარჩელი "ოპერატიული-სამძებრო საქმიანობის შესახებ" კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას ეხებოდა.

აღნიშნული ნორმის შესაბამისად, პროკურორის თანხმობით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა შეიძლებოდა გაგრძელებულიყო 6 თვემდე. ეს კი, სამართალდამცავ ორგანოებს შესაძლებლობას აძლევდა, ექვსი თვის განმავლობაში, მოსამართლის ბრძანების გარეშე, ფარული მოსმენები ეწარმოებინათ კონკრეტული პირების მიმართ. ნორმით საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის პირველი პუნქტი, კერძოდ, ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ირღვეოდა .

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საიას სარჩელი და სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო.

ბეჭდვა