შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაშურში ქურდობის ფაქტები აღკვეთა - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაშურში ქურდობის ფაქტები აღკვეთა - დაკავებულია 3 პირი
14:58 03.03.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ხაშურში სამი პირი: 1994 წელს დაბადებული ლ.ბ., 1993 წელს დაბადებული ა.ღ. და 1986 წელს დაბადებული ვ.ქ. დააკავეს.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ლ.ბ.-მ და ა.ღ.-მ ხაშურში, ბორჯომის ქუჩაზე, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვა სცადეს, რა დროსაც პოლიციამ ორივე შემთხვევის ადგილზე დააკავა.

სამართალდამცველებმა, ასევე, ქურდობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს ვ.ქ. ბრალდებული საავტომობილო მაგისტრალის გომი-აგარის მონაკვეთზე მდებარე გარე განათების ბოძებიდან სპილენძის სადენებს იპარავდა. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო მოპარული 40 მეტრის სიგრძის ელექტროკაბელი.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ბეჭდვა