შსს-მ თბილისში სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შსს-მ თბილისში სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
11:16 02.03.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა , ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სამი პირი: 1973 წელს დაბადებული გ.ა., 1974 წელს დაბადებული ზ.კ. და 1984 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, რომლებზეც შესაბამისი ექსპერტიზებია დანიშნული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ბეჭდვა