შსს-მ თბილისში ავტომობილისა და ოფისის გაქურდვის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შსს-მ თბილისში ავტომობილისა და ოფისის გაქურდვის ბრალდებით 2 პირი დააკავა
11:13 02.03.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა , ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ე.გ. და 1978 წელს დაბადებული დ.ლ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა - ე.გ.-მ ისანი-სამგორის რაიონში ავტომობილის საბურავები, ასევე საბურავის დისკები მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მეორე ბრალდებულმა, დ.ლ.-მ კი ერთ-ერთი კომპანიის ოფისში უკანონოდ შეაღწია, კომპიუტერული ტექნიკა მოიპარა და მიიმალა.

პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

ბეჭდვა