შალვა ხაჭაპურიძე რუსთავის #16 საპყრობილიდან პატიმრის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს
შალვა ხაჭაპურიძე რუსთავის #16 საპყრობილიდან პატიმრის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს
11:43 04.08.2012
ადამიანის უფლებათა დამცველი შალვა ხაჭაპურიძე რუსთავის #16 საპყრობილეში მოთავსებული პატიმრის ბესარიონ ხვინთელიანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს.

როგორც ხაჭაპურიძე აცხადებს, პოლიტპატიმარ ბესარიონ ხვინთელიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა.

მისი თქმით, პატიმრის სიცოცხლე საფრთხეშია, რადგან ორჯერ ჰქონდა გულის შეტევა.

ხაჭაპურიძე მიიჩნევს, რომ ხვინთელიანი სამკურნალო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ.

ბეჭდვა