საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და „ტოიტა ცენტრის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის გოგა გომიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, სამართლადამცავებმა საქმე თვითმკვლების მუხლით აღძრეს.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ შშს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.
შსს-ს ინფორმაციით, გომიშვილი ტაბიძის #35-ში მდებარე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა.
სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით, ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით, თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს, რომელიც ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ გოგა გომიაშვილი სალომე ზურაბიშვილის მინისტრობის დროს 2004 წელს მუშაობდა. მან თანამდებობა 2005 წლის მაისში დატოვა. ამის შემდეგ კი, ბიზნესში საქმიანობდა.
