შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
13:11 23.02.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული ფ.ხ. დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი სასტუმროს ნომრიდან, სადაც ბრალდებული დროებით ცხოვრობდა, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 81 გრამი ჰეროინი და ნარკოტიკული საშუალების 9 აბი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ბეჭდვა