შსს-მ სამეგრელოში ქურდობის და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთების გასაღების ფაქტებზე 2 პირი დააკავა
შსს-მ სამეგრელოში ქურდობის და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთების გასაღების ფაქტებზე 2 პირი დააკავა
14:03 21.02.2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონული

სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული გ. ჩ. - ქურდობის, ხოლო 1993 წელს დაბადებული ე.ე. - წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 2-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ჩ.-მ სოფელ ჯვარში, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ე.კ.-მ კი მის მიერ მოპარული ნივთები გაასაღა.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

ბეჭდვა