სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობა აღმოაჩინეს
სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობა აღმოაჩინეს
11:55 20.02.2019
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“ , ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ყაზახეთის მოქალაქის ს.ჩ-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 10,549.19 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობა (წონა 158.72 გრამი) გამოავლინეს.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 10,549.19 ლარის ოდენობით შეეფარდა.






ბეჭდვა