პარტიებისთვის შემომწირველი 17 პირიდან, 10 პირის ქონებაზე აუქციონი დღეს სრულდება
პარტიებისთვის შემომწირველი 17 პირიდან, 10 პირის ქონებაზე აუქციონი დღეს სრულდება
11:23 03.08.2012
პოლიტიკური პარტიებისთვის შემომწირველი 17 პირიდან, 10 პირის დაყადაღებულ ქონებაზე გამოცხადებული აუქციონი დღეს დასრულდება.

როგორც „ნიუსპრესს“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუცხადეს, დარჩენილ პირთა ქონებაზე აუქციონი 6 აგვისტოს დასრულდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სამართალადამრღვევად ცნობილი 17 პირი პოლიტიკური გაერთანებისთვის გადარიცხული თანხების ხუთმაგი ოდენობით დააჯარიმა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარტიისთვის თანხის შემწირველი დავით ბაციკაძე 135 750 ლარით დაჯარიმდა, ზაალ გოგსაძე - 60 000 ლარით, გიგა ბუკია - 177 250 ლარით, გივი რამაზაშვილი - 80 000 ლარით, ბიძინა გუჯაბიძე - 150 000 ლარით, კახა ჩაკვეტაძე - 93 460 ლარით, ლევან ჩიჩუა - 24 987 ლარით, ლეილა ცქარეული - 20 000 ლარით, მარინა ნადირაძე - 57 500 ლარით, ირმა დავითაძე - 78 365 ლარით, ავთანდილ დავითაძე 114 - 192 ლარით, გიორგი მოსიაშვილი - 125 350 ლარით, მაია თანიაშვილი - 24 987 ლარით, ირაკლი ჭუბაბრია - 79 145 ლარით, ალექსანდრე შალამბერიძე - 40 250 ლარით, ბარდი ცინცქილაძე - 40 100 ლარით, ბეჟანე ედიშერაშვილი - 25 000 ლარით.

ბეჭდვა