ქუთაისში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 1 პირი დააკავა
ქუთაისში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 1 პირი დააკავა
14:33 16.02.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული, წარსულში ძარცვისთვის ნასამართლევი ვ.ს. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ვ.ს.-ს პირადი ჩხრეკისას, „ტე-ტეს“ მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
ბეჭდვა