საქართველოს პროკურატურის მიერ გამოცხადებულ სტაჟირების კონკურსზე საინფორმაციო შეხვედრები თბილისისა და რეგიონების 10 უმაღლეს სასწავლებელში გაიმართა
. საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების შედეგად დასაქმებულმა მენეჯერებმა, პროკურორებმა და გამომძიებლებმა სამართლის სპეციალობის სტუდენტებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს და სტაჟირების პროგრამის უპირატესობებზე ესაუბრნენ.
საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს დეტალურად გააცნეს პროკურატურის როლი, ფუნქციები, პროკურორის პროფესიული საქმიანობა, კონკურსის პირობები და პროკურატურაში დასაქმების შესაძლებლობები. შეხვედრები ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებმა მიიღეს პასუხები მათთვის აქტუალურ საკითხებზე.
შეხვედრების დასკვნითი ეტაპი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. მანამდე კი პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრები თბილისისა და რეგიონების 7 უმაღლეს სასწავლებელში გამართეს.
საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულია კვალიფიციური, კომპეტენტური და მაღალი პროფესიული სტანდარტების მქონე კადრების მოზიდვა როგორც დედაქალაქის, ასევერეგიონების მასშტაბით.
კონკურსზე განაცხადების მიღების ვადა დღეს, დღის ბოლოს იწურება.
