პოლიცია რუსთავში არასრულწლოვანზე ადევნებისა და გარყვნილი ქმედების საქმეს იძიებს
პოლიცია რუსთავში არასრულწლოვანზე ადევნებისა და გარყვნილი ქმედების საქმეს იძიებს
10:30 14.02.2019
არასრულწლოვანზე ადევნებისა და გარყვნილი ქმდების საქმეს რუსთავში პოლიცია იძიებს. მეშვიდეკლასელ გოგონას მამაკაცი, სავარაუდოდ, მაშინ აედევნა, როცა რის სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა.

არასრულწლოვანმა 112-ში თავად დარეკა.

გოგონას დედა ფაქტს ადასტურებს, თუმცა მედიასთან საუბარი არ სურს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი გოგონას მეზობელია და ის უკვე დაკავებულია.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
ბეჭდვა