ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს
ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს
16:52 13.02.2019
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფრომაციით,  საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ბათუმის აეროპორტი“ , ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ისრაელის მოქალაქის ი.ტ-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული (48 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე და 262-ე მუხლებით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.

დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბეჭდვა