„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
10:49 13.02.2019
„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“ და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით, 5 პირი 11 თებერვალს დააკავეს.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.რ, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ს., 1980 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.მ., 1948 წელს დაბადებული შ.ქ. და 1975 წელს დაბადებული მ.კ.
ბეჭდვა