ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
 ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
14:42 12.02.2019

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მადონა მაისურაძემ 13 წლის ძმისშვილის

მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

ვალერი ირემაძეს ბრალი 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტებით აქვს წაყენებული, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობა რუსთავში ორი დღის წინ მოხდა.

 

ბეჭდვა