თბილისში, ჯანსუღ კახიძის ქუჩაზე წუხელ რამდენიმე გასროლა მოხდა
. მოსახლეობის თქმით, მათ სროლის ხმა სამჯერ გაიგონეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. აღმოჩენილია სამი მასრა.
ერთ-ერთი მცხოვრების თქმით, ქუჩაში სვამდნენ და შემდეგ სროლის ხმა გაიგონა.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.
