პირობით ვადამდე 30 მსჯავრდებული გათავისუფლდა
პირობით ვადამდე 30 მსჯავრდებული გათავისუფლდა
14:50 02.08.2012
მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივმა საბჭოებმა ზეპირი მოსმენის დასრულების შემდეგ 30 განცხადება დააკმაყოფილეს.

როგორც „ნიუსპრესს“ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის მუშაობის პრინციპის თანახმად, განცხადებებს საბჭოები ყოველი თვის ბოლოს განიხილავენ, შემდეგ კი ზეპირი მოსმენა იმართება, რომელსაც მსჯავრდებული და ადვოკატი ესწრება.

5 წევრიანი საბჭოები დაკომპლექტებულია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებით.

საბჭოების მიერ წარდგენილ ანგარიშებს სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია, პერიოდულად, არანაკლებ სამ თვეში ერთხელ განიხილავს.

ბეჭდვა