წითელ ხიდზე 4 300 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
წითელ ხიდზე 4 300 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
12:58 08.02.2019
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფრომაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“ , არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგებისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 4 300 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.




ბეჭდვა