ევროკავშირის ელჩი საქართველოში: სამუშაო დონეზე ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს შსს-სთან არაერთ სფეროში და ვხედავთ წინსვლას
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: სამუშაო დონეზე ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს შსს-სთან არაერთ სფეროში და ვხედავთ წინსვლას
14:58 07.02.2019
„მოგეხსენებათ წინასწარი დაკავების იზოლატორებში პირობების გაუმჯობესება იყო ევროპის საბჭოს და სახალხო დამცველის რეკომენდაციებში და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ნამდვილად გაუმჯობესებულია პირობები“ - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა დღეს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

"პირველ რიგში, აქ ვარ იმიტომ, რომ აღვნიშნო ის წინსვლა რომელიც განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით. ჩვენ სამუშაო დონეზე ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს სამინისტროსთან არაერთ სფეროში და ვხედავთ წინსვლას ასევე იმაში, რომ სამინისტრო ადამიანის უფლებების კუთხით ხედავს ამ თემატიკას, რაც პენიტენციურ სისტემას ეხება და ზოგადად რაც შეეხება ადამიანის დაკავებას და ჩემი აქ ყოფნა არის დასტური იმ მხარდაჭერისა, რომელსაც ჩვენ ვუჭერთ შინაგან საქმეთა სამინისტროს. ასევე ხაზი მინდა გავუსვა წარმატებულ თანამშრომლობას"- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების გეგმის 2018 წლის შედეგები საზოგადოებას დღეს გააცნო. პრეზენტაცია ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის “ადამიანის უფლებები ყველასათვის” მხარდაჭერით გაიმართა.

ანგარიშის წარდგენას ევროკავშირის ელჩთან ერთად, სახალხო დამცველი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბეჭდვა