თბილისსა და რუსთავში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინეს
თბილისსა და რუსთავში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინეს
10:49 07.02.2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა , შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით,  მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქებში თბილისსა და რუსთავში, დანაშაულში მხილებული პირების სატრანსპორტო საშუალებებიდან სარეალიზაციოდ განკუთვნილი 2 031 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი და ე.წ. ელექტრო სიგარეტი IQOS-ისთვის განკუთვნილი „HEETS“-ის ფირმის 1 850 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოიღეს.

ამოღებული უაქციზო საქონლის საერთო საბაზრო ღირებულება 14 000 ლარს აღემატება.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
ბეჭდვა