გორში მოკლული 8 წლის გოგოს საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია
გორში მოკლული 8 წლის გოგოს საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია
09:44 06.02.2019
გორში მოკლული 8 წლის გოგონას, ნანუკა ბერიაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია.

ბავშვის ოჯახის ადვოკატი, გიორგი გელხაური უკვე გაეცნო ექსპერტიზის შედეგებს. მისი განცხადებით, გოგონას ტანსაცმელსა და ურიკაზე, რომლითაც გვამი გადაიტანეს, აღმოჩენილი დნმ-ს კვალი იაგო ნებიერიძეს ეკუთვნის.

გორში 8 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცავებმა გარდაცვლილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.
ბეჭდვა