საპატრულო პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
საპატრულო პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
10:45 05.02.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა , ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ოჯახური და ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1974 წელს დაბადებული მ.ტ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. პოლიციამ მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 8 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბეჭდვა