თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლეებს შორის მომხდარ ინციდენტზე
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
თბილისის 61-ე სკოლის დირექტორის მოადგილის თქმით, მე-11 კლასელებს შორის სერიოზული დაპირისპირება არ ყოფილა, ერთ-ერთ მოსწავლეს მცირედი ნაკაწრი ჰქონდა, თუმცა სკოლის ადმინისტრაციამ პრევენციის მიზნით პოლიცია მაინც გამოიძახა.
სკოლის დირექტორის მოადგილის განმარტებით, სერიოზულ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და მოსწავლეებს მხოლოდ ნაკაწრები აღენიშნებათ.
„ზარის დარეკვის შემდეგ, რაც მოსწავლეები კლასში შევიდნენ, ერთი მათგანი გაეხუმრა მეორეს. როგორც ეს მოსწავლე ამბობს, მან კლასელის ხუმრობა ვერ გაიგო და წაკამათდნენ. პრევენციის მიზნით, ჩვენ ყოველთვის ვიძახებთ პოლიციას“ - ამბობს სკოლის დირექტორის მოადგილე.
მისივე განმარტებით, დაპირისპირებაში მხოლოდ ორი მოსწავლე მონაწილეობდა და არცერთ მათგანს სხეულზე სერიოზული დაზიანება არ აღენიშნება.
