იანვარში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 401 ფაქტი გამოვლინდა
იანვარში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 401 ფაქტი გამოვლინდა
12:20 04.02.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით , 2019 წლის 01 იავრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 401 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 15 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 152 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 25 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში 31 მსაგვს ფაქტს ჰქონდა ადგილი, გურიაში - 8-ს, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 11-ს, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 24 ფაქტია დაფიქრსირებული, მცხეთა-მთიანეთში - 3, შიდა ქართლში - 27, ქვემო ქართლის მასშტაბით - 32 ფაქტი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 88 ფაქტი დაფიქსირდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 427 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 53 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.
ბეჭდვა