თბილისში 61-ე სკოლასთან საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული
თბილისში 61-ე სკოლასთან საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული
11:09 04.02.2019
61-ე სკოლასთან საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, წინასწარი ინფორმაციით, დაპირისპირება მე-11 კლასის მოსწავლეებს შორის მოხდა. 

ძალოვანი უწყების ცნობით, დაპირისპირებისას არავინ დაშავებულა. 

სამართალდამცველები ვითარებას ადგილზე არკვევენ. 

ჯერჯერობით უცნობია დაპირისპირების მიზეზი.
ბეჭდვა