შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის
წინააღმდეგ ბრძოლისმთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად1987 წელს დაბადებული ა.ხ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე დააკავეს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ანუვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა. პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ა.ხ..-ს მიერ გაყიდული რამდენიმე შეკვრა ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
