თურქეთში მომხდარ ძარცვაში ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი 14 აგვისტოდან განახლდება
თურქეთში მომხდარ ძარცვაში ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი 14 აგვისტოდან განახლდება
14:32 01.08.2012
თურქეთის ქალაქ ორდუში მომხდარ ძარცვაში ბრალდებული 6 პირის სასამართლო პროცესი 14 აგვისტოს გაიმართება.
დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ ბრალდებისა და დაცვის მხარის არგუმენტები მოისმინა. ორი ეჭვმიტანილი - ვახტანგ ფურცელაძე და მერაბ ლაშქარეიშვილი თავს ბრალდებულად არ ცნობენ.
როგორც „ნიუსპრესს“ ლაშქარეიშვილის ადვოკატმა ზურაბ როსტიაშვილმა განუცხადა, 6 ბრალდებული პირიდან, სამი დაკავებულია, ხოლო სამი ძებნილის მიმართ პროცესი დაუსწრებლად წარიმართება.
დღევანდელ პროცესზე დავის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, მოსამართლეს არ გაეგრძელებინა საქმის განხილვა და უდანაშაულოდ ეცნო დაკავებულები, თუმცა, მოსამართლემ იგი არ დააკამყოფილა.
შსს-ს ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ექვსმა მოქალაქემ თურქეთის ქალაქ ორდუში საიუველირო მაღაზია 5 მარტს გაძარცვა. მათ სავაჭრო ცენტრში 8 მეტრის სიგრძის გვირაბით შეაღწიეს. მოპარული ნივთების საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანის შემდეგ, ისინი სამართალდამცავებმა აიყვანეს.
ეჭვმიტანილთა საქმის განხილვა 14 აგვისტოს, 12:00 საათზე განახლდება.

ბეჭდვა