ბრიტანეთის პოლიციის მიერ ძებნილი პირი ქართველ სამართალდამცავებს ნებაყოფილობით ჩაბარდა
ბრიტანეთის პოლიციის მიერ ძებნილი პირი ქართველ სამართალდამცავებს ნებაყოფილობით ჩაბარდა
23:34 23.01.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში დააკავა. 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა.

ქართველი და ბრიტანელი სამართალდამცველების თანამშრომლობით ჯ.ს.შ.-ზე საერთაშორისო არხებით ძებნა მიმდინარე წლის 12 იანვრიდან გამოცხადდა.

31 წლის ბრიტანელი ლონდონის ცენტრალური კრიმინალური სასამართლოს მიერ ცნობილი იქნა დამნაშავედ ერთი პირის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის გამო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შემთხვევა 2015 წლის 8 დეკემბერს მოხდა.

ამჟამად, დაკავებული პირის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.

ბეჭდვა