ქიმერიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
ქიმერიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
12:59 29.02.2012
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბრალდებული სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

შსს- განმარტებით, ხაშურის რაიონულ სამმართველოში, მიმიდინარე წლის 27 თებერვალს, ბინის ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საქმესთან დაკავშირებით, ხაშურის რაიონულ პოლიციაში ბრალდებულის სახით, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, 1965 წელს დაბადებული სოლომონ ქიმერიძე იკითხებოდა.

როგორც შსს განმარტავს, დაკითხვის დროს ბრალდებული ხაშურის რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორე სართულზე კიბეებზე ჩამოსვლისას, კიბის მოაჯირიდან გადავარდა და პირველი სართულის ფოიეში დაეცა, რის შედეგადაც სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. ამის შემდეგ ქიმერიძე ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"მიმდინარე წლის 28 თებერვალს სიცოცხლესთან შეუთავსებადი ტრამვების გამო, ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება", - ნათქვამია სამინისტროს ოფიცალურ განცხადებაში.


ბეჭდვა