შინაგან საქმეთა სამინისტროს "112"-მა 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს "112"-მა 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
14:27 29.12.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა - „112“-მა 2018 წლის ანგარიში წარმოადგინა. ღონისძიებას მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა და სამინისტროს დანაყოფის ხელმძღვანელები დაესწრნენ. ღონისძიებას, ასევე, დაესწრნენ „112“-ის პარტნიორი ორგანიზაციების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

„112“-ის დირექტორმა, ნიკა გელაშვილმა ცენტრის 2018 წლის საქმიანობა შეაჯამა და შეხვედრის მონაწილეებს განხორციელებული პროექტების, ღონისძიებებისა და კამპანიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ღონისძიების ბოლოს 2019 წელს „112“-ის მიერ დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების და ინიციატივების პრეზენტაცია გაიმართა.

ბეჭდვა