შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყნეთის გზატკეცილზე მომხდარი ბინის ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყნეთის გზატკეცილზე მომხდარი ბინის ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
13:08 23.12.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ბ.ფ., ქურდობის ბრალდებით, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინიდან დიდი ოდენობით ოქროს ნივთები და ძვირადღირებული საათები მოიპარა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

ბეჭდვა