დავით კირკიტაძეს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა
დავით კირკიტაძეს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა
12:45 20.12.2018
"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, პარლამენტის ყოფილ დეპუტატსა და ყოფილ გუბერნატორს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა სეუფარდა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ყოფილი დეპუტატი და ყოფილი გუბერნატორი, დავით კირკიტაძე სამართალდამცველებმა 17 დეკემბერს დააკავეს.

მას ბრალი 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წარდგენილი.

ინტერნეტსივრცეში და სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, სადაც დავით კირკიტაძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ ფორმაში ჩაცმულ პოლიციელს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.

16 დეკემბრის აქციის დროს კანონდარღვევის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ რამდენიმე პირი დააკავა.

ბეჭდვა