მედიასაშუალებებში გავრცელებული ვიდეოკადრების საფუძველზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
მედიასაშუალებებში გავრცელებული ვიდეოკადრების საფუძველზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
22:34 17.12.2018
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედია საშუალებებში გავრცელებული ვიდეო კადრების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. კადრებში ასახულია 16 დეკემბერს, კახეთში უცნობი პირი დაუდგენელ ნივთიერებას როგორ ასხურებს საპროტესტო კოლონის ერთ-ერთ მანქანაში.

„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ჩატარდება ვიდეომასალაში დაფიქსირებული პირის დადგენისთვის საჭირო საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები. საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე დაბარებული იქნებიან დაზარალებულები და სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი“-აცხადებენ უწყებაში.

ბეჭდვა