ედპ-ს რუსთავის ოფისს თავს დაესხნენ
ედპ-ს რუსთავის ოფისს თავს დაესხნენ
17:36 30.07.2012
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ რუსთავის ოფისს დღეს დაუდგენელი პირები დაესხნენ.
როგორც „ნიუსპრესს“ ედპ-დან აცნობეს, პარტიის წარმომადგენლებმა აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიციას უკვე მიმართეს.
„რუსთავის ოფისზე მოხსნილია ედპ-ს აბრა, გადატეცილია დროშა. იყო ოფისში შესვლის მცდელობა. ეს პოლიტიკური აგრესიის გამოხატულებაა“ - განაცხადა ედპ-ს რუსთავის ბიუროს ხელმძღვანელმა გოჩა ცეკვაშილმა.
მისივე თქმით, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ შესაბამისი სტრუქტურებისგან ფაქტის სასწრაფო გამოძიებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია უფლებას იტოვებს შესაბამისი ზომები თავად მიიღოს.

ბეჭდვა