წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
18:22 06.12.2018
საბაჟო გამშვებ პუნქტში დღეს, ,,წითელი ხიდი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ა.ი.-ს ფიზიკური დათვალიერებისას 800 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი (აქციზური მარკების გარეშე) აღმოაჩინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ჩამოერთვა საქონელი და ათასი ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდა.


ბეჭდვა