ნათია მეზვრიშვილი: არჩევნებთან დაკავშირებით ჩადენილ დანაშაულებებზე გასულ წელთან შედარებით სამინისტროს რეაგირება ეფექტიანი და ხარისხიანი იყო
ნათია მეზვრიშვილი: არჩევნებთან დაკავშირებით ჩადენილ დანაშაულებებზე გასულ წელთან შედარებით სამინისტროს რეაგირება ეფექტიანი და ხარისხიანი იყო
10:15 05.12.2018
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ -ნათია მეზვრიშვილმა, წინასაარჩევნო და არჩევნების დღეს დაწყებულ გამოძიებებზე ტელეკომპანია იმედზე, გადაცემა „პირისპირ“-ში ისაუბრა:

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის თითოეულ ფაქტზე, რომელთან დაკავშირებითაც უწყებაში შეტყობინება შემოვიდა გამოძიება დაუყოვნებლივ დავიწყეთ. საკმაოდ მოკლე დროში, თუ არ ვცდები 4-5 დღე გავიდა, აი ამ მოკლე დროში, ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მოვიპოვეთ, რომ გამოძიებები უკვე გარკვეულ კონდიციამდე მივიდა. აქედან 8 ფაქტი არ დადასტურდა და გამოძიება უკვე შეწყდა, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ამ ეტაპზე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არის 2 ფაქტი, რაზეც უახლოეს დღეებში უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ოღონდ წინასწარ არ მინდა ამ საკითხზე საუბარი. ამ 24 ფაქტის ფარგლებში ჩვენ გამოვიკვლიეთ და დავადგინეთ როგორც ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერების ისე მმართველი პარტიის მხარდამჭერების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტები. ჯამში, შემიძლია გითხრათ, რომ 22 პირია სულ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული, როგორც მმართველი პარტიის ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები არჩევნებთან დაკავშირებით ჩადენილ დანაშაულებებზე, რომელთაგან ნაწილში ჩვენ გამოვკვეთეთ პოლიტიკური მოტივი და შეიძლება ითქვას, რომ წელს ამ მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება და ეს არ არის ჩვენი შეფასება, ასე შეაფასეს სამინისტროს რეაგირება საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც - საკმაოდ ეფექტიანი და ხარისხიანი იყო გასულ წელთან შედარებით, ასევე, ძალადობის ფაქტების კლებაც შეინიშნება“-განაცხადა მეზვრიშვილმა.

ბეჭდვა