განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს ბათუმის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს ბათუმის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
18:05 01.12.2018
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შუამდგომლობა და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულ ჯ.ა.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ჯ.ა. 2018 წლის 28 ნოემბერს, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მან, 2018 წლის 28 ნოემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, არსებული უთანხმოების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან, მ.ც.-ს მიმართულებით განახორციელა მრავალჯერადი გასროლა. თავისა და ზურგის არეში მიყენებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად მ.ც. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ჯ.ა.-სთვის საქართველოს ს.ს.კ. 108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ბეჭდვა