ნათია მეზვრიშვილი და ნინო ჯავახაძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ნათია მეზვრიშვილი და ნინო ჯავახაძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ
12:40 27.11.2018
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები ნათია მეზვრიშვილი და ნინო ჯავახაძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსს, ომერ ფიშერსა და პროგრამის ასისტენტს, ალექსანდერ სეკულიჩს შეხვდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ადამიანის უფლებების დამცველთა საქმიანობის ხელშეწყობისა და მათი დაცვის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნის მიზანი, მისი საქმიანობა, განხორციელებული აქტივობები და არსებული გამოწვევები განიხილეს.

საქართველოში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის წარმომადგენელთა ვიზიტის მიზანია ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის, მათი დაცვის საშუალებების, მექანიზმებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა.

ბეჭდვა