ლანჩხუთში სარკინიგზო მონაკვეთზე ავარიის შედეგად პოლიციელი გარდაიცვალა
ლანჩხუთში სარკინიგზო მონაკვეთზე ავარიის შედეგად პოლიციელი გარდაიცვალა
11:14 29.07.2012
ლანჩხუთში ლესის სარკინიგზო მონაკვეთზე სამგზავრო მატარებელი პოლიციის ავტომობილს შეეჯახა.
საჭეთან მჯდომი პოლიციელი ადგილზევე დაიღუპა, დანარჩენი 2 კი - გადარჩა.
ბათუმიდან თბილისისკენ მიმავალი მატარებლის მგზავრები არ დაშავებულან.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, სამართალდამცავების მანქანა, რომელსაც სოფელ ჯულუყვათში ოპერატიულ გამოძახებაზე ეჩქარებოდა, ლიანდაგებზე დაბალი ხილვადობის გამო, მატარებლის მოძრაობის დროს შევიდა.
გარდაცვლილია ლანჩხუთის პოლიციის თანამშრომელი 46 წლის ნოდარ ველენჯაშვილი.

ბეჭდვა