შსს-მ მიმდინარე წელს 93 ნარკორეალიზატორი დააკავა
შსს-მ მიმდინარე წელს 93 ნარკორეალიზატორი დააკავა
17:42 26.11.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით, 93 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში პოლიციამ ამოიღო დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება: 33 კილოგრამი „ჰეროინი“, 3 კილო და 500 გრამი „კოკაინი“, 11 ათასი აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 3 კილოგრამამდე „მდმა“, ასევე, 1კილო და 500 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული მედიკამენტი.

ბეჭდვა