შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო–ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული
ღონისძიებების შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის საზღვაო აკვატორია) შესვლის წესის დარღვევის ფაქტზე თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი „ISIK–3" დააკავეს. ამის შესახებ სასაზღვრო პოლიციის ვებ-გვერდზეა ნათქვამი.
ფაქტთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322–ე (პრიმა ერთი) მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
