გიორგი გახარია: ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული იყო, ჩვენ ის გადაწყვეტილება მივიღეთ, რაც უნდა მიგვეღო
გიორგი გახარია: ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული იყო, ჩვენ ის გადაწყვეტილება მივიღეთ, რაც უნდა მიგვეღო
15:40 21.11.2018

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ რუსი კინემატოგრაფების თბილისის აეროპორტიდან გაბრუნების შესახებ

ჟურნალისტების კითხვებს შინდისში უპასუხა.

„ეს ხდებოდა რამდენიმე საათის უკან, როდესაც ჩვენ გზაში ვიყავით. რეალურად, ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებაც უნდა მიგვეღო. ჩვენ ბევრი საბაბი გვაქვს იმისთვის, რომ არასასურველი ადამიანები, მოქალაქეები ჩვენს ქვეყანაში არ შემოვუშვათ. რაც გავაკეთეთ, მათ შორის, იმ მიზეზის გამო, რომ ოკუპაციის შესახებ კანონი იყო დარღვეული,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეს, კინემატოგრაფიულ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსული რუსი რეჟისორები საქართველოში არ შემოუშვეს.

 

ბეჭდვა